25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

25 სექტემბერს, ოთხშაბათს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად 23 ოქტომბერს გაიმართება.

წინა სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.0 პროცენტამდე გაიზარდა.

„ამასთან, კომიტეტი მზად არის ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება“, – აღნიშნეს მაშინ ეროვნულ ბანკში.