25 ქულა ყოფილი მწვრთნელის, ჯამლეტ ხუხაშვილის დაბადების დღეზე - გიორგი შერმადინის წინამძღოლობით „ტენერიფემ“ „ბილბაო დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა. ეს კი მისი ყოფილი მწვრთნელის, ჯამლეტ ხუხაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გიორგის მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოყალიბებაში. ჯამლეტ ხუხაშვილი გასულ წელს გარდაიცვალა.
„ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა „ბილბაოსთან“ გამართულ შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა, 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა. 10-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. „შერმინატორის“ მარგი ქმედების კოეფიციენტმა 43 შეადგინა, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი კიდევ ერთხელ გახდება ესპანეთის ტურის საუკეთესო კალათბურთელი.
კიდევ უფრო სასიხარულო ფაქტი – სარგებლიანობის 43-იანი მაჩვენებელი ესპანეთის ჩემპიონატში არავის ჰქონია. ეს ამ სეზონში ლიგის აბსოლუტური რეკორდია.
შერმადინის „ტენერიფეს“ 19 მოგება, 10 წაგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს „ბარსელონასთან“.