მარკ რუტე – ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა თავს იცავდეს და ეს ასევე გულისხმობს ლოგისტიკურ კვანძებზე დარტყმების მიყენებას

19:44, 17.11.2026

ნატო-ს გენერალური მდივანი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმას მხარს უჭერს. მარკ რუტეს თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვისა და რუსულ ლოგისტიკურ კვანძებზე თავდასხმების განხორციელების უფლება, კერძოდ კი ყირიმის ხიდზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა თავს იცავდეს.

„რა თქმა უნდა, მე ვიხილე კადრები მედიაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა თავს იცავდეს და ეს ასევე გულისხმობს ლოგისტიკურ კვანძებზე დარტყმების მიყენებას. ის, რასაც ისინი აკეთებენ, გარდაუვალია“, – განაცხადა რუტემ ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე.

მსგავსი