24 ფეხბურთელით თურქეთში - ბათუმის „დინამო“ შეკრებას იწყებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ თურქეთში გაემგზავრა, 28 იანვრამდე ანტალიაში წინასასეზონო მომსამზადებელ შეკრებას ჩაატარებს და სამ საკონტროლო მატჩს გამართავს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ანტონ ჩიჩკანი, გიორგი ბეგაშვილი, ლუკა ხარატიშვილი, ოლექსანდრ ტკაჩენკო
მცველები: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, სტეფან ჰაიდინი, გიორგი რეხვიაშვილი, ლუკა ქაფიანიძე, მუხრან ბაგრატიონი
ნახევარმცველები: ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ზარია, ირაკლი ბიძინაშვილი, ალექსანდერ იაკობსენი, ივან ფოცხვერია, გიორგი ხარებავა
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ჯოვინო ფლამარიონი, მათე ვაწაძე, გიორგი კვერნაძე, თორნიკე კაპანაძე, პაატა ღუდუშაური.
მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკოს, ივან ფოცხვერიასა და გიორგი ხარებავას გარდა, რომლებიც „დინამოში“ სინჯებზე არიან, შეკრებაზე გუნდს რამდენიმე ახალი მოთამაშე შეუერთდება. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილებას ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბი შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.