24 ევროპარლამენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენს ინიციატივით მიმართავს, საქართველო ევროკავშირის ერთიან უფასო როუმინგის სისტემაში ჩაერთოს
24 ევროპარლამენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენს ინიციატივით მიმართავს, საქართველო ევროკავშირის ერთიან უფასო როუმინგის სისტემაში ჩაერთოს

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ინიციატივით მიმართავენ, საქართველო ევროკავშირის ერთიან უფასო როუმინგის სისტემაში ჩაერთოს.

„როგორც თქვენ 2022 წლის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადეთ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზაციისკენ“, – ვკითხულობთ 24 ევროპარლამენტარის ერთობლივ წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სექტორი აქვს.

წერილს ხელს აწერენ ტის როიტენი, სვენ მიქსერი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი, ანნა ფოტიგა, პეტრას აუსტრევიჩუსი და სხვა ევროპარლამენტარები.