23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ბუქარესტში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან ფინალისტები.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყება და საქართველოს სახელით ხუთი მოჭიდავე იასპარეზებს:
60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე
67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ – გიორგი ჩხიკვაძე
82 კგ – საბა მამალაძე
97 კგ – ლაშა ტვილდიანი
შეგახსენებთ,რომ დღეს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის ორი ქართველი – გიორგი შოთაძე (63 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) იჭიდავენენ.
შოთაძემ ფინალის საგზურისთვის თურქ ისმაილ ჩულფას 6:3 სძლია, ცოფურაშვილმა კი ნახევარფინალში სომეხი ალბერტ ვარდანიანი 6:0 დაამარცხა.
ხვიჩა ანანიძე (77 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან აგრძელებს.