23-წლამდელთა ევროპის პირველობა იწყება - დღეს მედლის მოპოვებას ოთხი ძიუდოისტი შეეცდება #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტს აიღებს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით 14 სპორტსმენი იასპარეზებს. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით წარდგება. ახალგაზრდულ ნაკრებს ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, ეთერ ლიპარტელიანი და გელა ზაალიშვილი დაემატებიან. ევროპის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვა.
66 კგ წონით კატეგორიაში გიორგი თუთაშვილი იჭიდავებს. მისი მეტოქე პირველ ეტაპზე ავსტრიელი მარიო ვიესინგერი იქნება.
ალეკო მამიაშვილი (73 კგ) ტურნირზე ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ ბულგარელი მარკ ჰრისტოვი ეყოლება. 48 კგ წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძე მიიღებს მონაწილეობას. ქართველის მეტოქე პირველ რაუნდში გერმანელი სარა იჩი იქნება.
ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) განთესილია და პირველ წრეს გამოტოვებს. მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე უნგრელ ანნა კრიზსა და გერმანელ სეია ბალჰაუს შორის გამარჯვებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი საკუთარი წონის ლიდერი და ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
5 ნოემბერი: ქალები -48კგ, -52კგ, -57კგ, -63კგ. მამაკაცები -60კგ, -66კგ, -73კგ.
6 ნოემბერი: ქალები -70კგ, -78კგ, +78კგ. მამაკაცები -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ.
7 ნოემბერი – გუნდური შეჯიბრება.
შეხვედრების დასაწყისი:
5 ნოემბერი – წინასწარი შეხვედრები 13:00, ფინალური ბლოკი 20:00.
6 ნოემბერი – წინასწარი შეხვედრები 14:00, ფინალური ბლოკი 19:00.
7 ნოემბერი – წინასწარი შეხვედრები 14:00, ფინალური ბლოკი 17:30.