23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

დღეს ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ტურნირზე ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში – 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები – 20:30 საათზე.

საქართველოს სახელით იჭიდავებენ:

55 კგ – გიორგი თოხაძე

63 კგ – გიორგი შოთაძე

77 კგ – ხვიჩა ანანიძე

87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე

130 კგ – გიორგი ცოფურაშვილი