23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 5-7 ნოემბერს გაიმართება #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 5-7 ნოემბერს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით 14 სპორტსმენი იასპარეზებს. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით წარდგება. ახალგაზრდულ ნაკრებს ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, ეთერ ლიპარტელიანი და გელა ზაალიშვილი დაემატებიან.
ნაკრების შემადგენლობა:
66 კგ: გიორგი თუთაშვილი
73 კგ: ალეკო მამიაშვილი
81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი
90 კგ: ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ: ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ: გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
48 კგ: ნატალია ყიფშიძე
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი