23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა #1TVSPORT
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა #1TVSPORT

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც 1948 წლიდან აღინიშნება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს უკავშირდება.

საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძღვნა თბილისის ოლიმპიურ პარკში სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გამართული ოლიმპიური გარბენი. სეოკ-ის მოწვევით, გარბენში ჩაერთვნენ უკრაინელი ლტოლვილები.

ქალთა და კაცთა კატეგორიაში საუკეთესო სამეულს გადაეცა შესაბამისი ხარისხის მედლები და სერტიფიკატები, პირველ ადგილზე გასულებს კი – სპეციალური პრიზები.

ოლიმპიური გარბენის გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

გარბენის თითოეულმა მონაწილემ მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური. გარდა თბილისისა ,მასობრივი ოლიმპიური შეჯიბრებები გაიმართა ჩვენი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში.

მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მისი პრეზიდენტის – თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში 1994 წლიდან, ტრადიციუალად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.