23-დან 29 იანვრის ჩათვლით ფინეთის ქალაქი ესპო ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი იქნება პირველი საერთაშორისო ტურნირი, სადაც ქართველი მოციგურავეები სამ კატეგორიაში იასპარეზებენ.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ერთეულთა შორის ვაჟთა კატეგორიის განაცხადში მორის ყვითელაშვილისა და ნიკა ეგაძის კანდიდატურები წარადგინეს, ქალთა შორის კი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.
ევროპის ჩემპიონატზე გამოვა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მოცეკვავე წყვილი. რაც შეეხება კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილს – კარინას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს წყვილი შეჯიბრიდან მოიხსნა.