იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა შემადგენლობა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის.
გამოძახებულ 23 ფეხბურთელში ოთხი დებიუტანტია: „იუვენტუსის“ მეკარე მიკელე დი გრეგორიო, „მილანის“ მცველი მატეო გაბია, „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო პისილი და „მონცას“ ფორვარდი დანიელ მალდინი.
ასე რომ, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ნაკრების შემადგებლობაში ისევ ითამაშებს ფეხბურთელი, გვარად მალდინი. დანიელის მამა პაოლო მალდინი 2002 წელს წავიდა ნაკრებიდან, მისი ბაბუა ჩეზარე მალდინი – 61 წლის წინ.
მეკარეები – მიკელე დი გრეგორიო (იუვენტუსი), ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი, ინგლისი);
მცველები – ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ატალანტა), ალესანდრო ბუონჯორნო (ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი, ინგლისი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), მატეო გაბია (მილანი), კალებ ოკოლი (ლესტერი, ინგლისი), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი, ინგლისი);
ნახევარმცველები – ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სამუელე რიჩი (ტორინო), ნიკოლო პისილი (რომა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი, ინგლისი);
ფორვარდები – მოიზე კინი (ფიორენტინა), დანიელ მალდინი (მონცა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა).
იტალიის ნაკრები, რომელიც ექვსი ქულით ლიდერობს A ლიგის მეორე ჯგუფს, 10 ოქტომბერს რომში მიიღებს ბელგიას, 14 ოქტომბერს კი უდინეში უმასპინძლებს ისრაელს.