22 სეზონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში - 43 წლის ვინს კარტერმა კარიერა დაასრულა
22 სეზონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში - 43 წლის ვინს კარტერმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა ვინს კარტერმა სპორტული კარიერა ოფიციალურად 43 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ „ვინსენითიმ“ თავად ისაუბრა ერთერთ პოდკასტზე სტუმრობისას (The Ringer).

კარტერმა კარიერის დასრულების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე განაცხადა.

ვინსენტ ლამარ კარტერ ჯუნიორი 1998 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს. მან ლიგაში რვა კლუბში იასპარეზა, თუმცა უფრო ცნობილი გახდა „რეპტორსა“ და „ნეთსში“ თამაშით. ვინსი მატჩში საშუალოდ 16.7 ქულას აგროვებდა.

ვინს კარტერი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდსმენია გატარებული სეზონების მიხედვით (22 სეზონი)

კარტერი ცნობილი იყო თავისი საოცარი ჩატენვის უნარით. ვინსმა კარიერაში ყველა ვარსკვლავის მატჩებში 8 ჯერ მიიღო მონაწილეობა.