22-დღიანი შესვენების შემდეგ ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბის, „ბასკონიას“ წინააღმდეგ ითამაშა. ბექას „ბეტისმა“ ბასკეთში 72:93 დათმო.
ამ შეხვედრაში ჩვენთვის არც ბურჯანაძის წუთები იყო მთავარი და არც ქულები, მნიშვნელოვანია, რომ იგი 22-დღიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა მოედანს – კორონავირუსის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. რაც შეეხება „ბასკონიასთან“ დაპირისპირებას, ქართველმა ფორვარდმა 11 წუთი ითამაშა და ბურთი 2-ჯერ მოხსნა.
მისმა თანაგუნდელმა, ფორვარდმა ჯეიკობ ვეილიმ 21 წუთში 24 ქულა ჩააგდო. მას დიდი ალბათობით, 24 თებერვალს თბილისში ვიხილავთ. ჯეიკობი ნატურალიზებული მაკედონიელია და თებერვლის ფანჯარაში ჩრდილოეთ მაკედონიას დაეხმარება.
24-მდე „ბეტისი“ ესპანეთის ჩემპიონატში ერთ შეხვედრას გამართავს – 16 თებერვალს „ობრადარიოს“ ესტუმრება.