შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი - 20 ქულა „ხუვენტუდთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამაჯერებელი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა „ლევონო ტენერიფემ“, რომელმაც სტუმრად „ხუვენტუდი“ 74:58 დაამარცხა, რაშიც გიორგი შერმადინმა დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველი ცენტრი ამჯერად ვერ გახდა მატჩის MVP, მას თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა შედეგიანობით ოდნავ აჯობა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 27 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლებია მარსელინიო უერტასისაზე, რომელმაც 22 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ტენერიფეს“ 11 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა.