22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 33 337 აცრა ჩატარდა
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 33 337 აცრა ჩატარდა

22 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 33 337 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.