21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა პირველ მარტამდე ძალაში რჩება
21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება პირველ მარტამდე.
შეზღუდვების მოხსნის გეგმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს დაამტკიცა. რომელი შეზღუდვები იხსნება და რომელი რჩება ძალაში პირველი თებერვლიდან, იხილეთ ბმულზე.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი