21 წლის ჯონ დურანი „ასტონ ვილადან“ კარიერას „ალ-ნასრიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ინგლისურმა „ასტონ ვილამ“ და საუდის არაბეთის ლიგის კლუბმა, „ალ-ნასრიმ“ 21 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის, ჯონ დურანის ტრანსფერზე მოილაპარაკეს, – ინფორმაციას გამოცემა „ატლეტიკი“ ავრცელებს.
ჯონ დურანის ტრანსფერი არაბულ კლუბს 75-77 მილიონი ევრო დაუჯდება, ასევე გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც, ხოლო კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
დურანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად ითვლება. „ასტონ ვილამ“ ის ამერიკული „ჩიკაგო ფაიერიდან“ 2023 წელს, დაახლოებით, 15 მილიონ ევროდ შეიძინა.
მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა ბირმინგემული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა და თავის გამოჩენა 12-ჯერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრიში“ 2023 წლის იანვრიდან ლეგენდარული კრიშტიანო რონალდო თამაშობს.