21-წლამდელთა ნაკრები ნიდერლანდებთან მატჩისთვის ემზადება - გუნდს პაოკ-ის ფორვარდი ვერ დაეხმარება [ვიდეო] #1TVSPORT

12 და 17 ოქტომბერს ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის გუნდებთან გამართავს.

21-წლამდელებმა ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე ივარჯიშეს. ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში ახალგაზრდულ ნაკრებს ბერძნული პაოკ-ის ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი ვერ დაეხმარება.

გუნდმა საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით ჩაატარა, ლეგიონერები გიორგი კვერნაძე, ლუკა გაგნიძე და ზურაბ რუხაძე მოსამზადებელ ეტაპს 10 ოქტომბერს შეუერთდებიან.

ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“);

მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“), მუხრან ბაგრატიონი („დინამო“ ბათუმი), საბა მამაცაშვილი („გაგრა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), გეგი გეგუჩაძე („ლოკომოტივი“ თბილისი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – „დინამო“ თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „საბურთალო“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი“ ფოთი), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ორი მატჩი მოიგო – 6 სექტემბერს რამაზ სვანაძის გუნდმა ქუთაისში გიბრალტარს 2:0 აჯობა, ხოლო 12 სექტემბერს, კიშინეუში მინიმალური სხვაობით (1:0) მოლდოვა დაამარცხა.