21-წლამდელთა ევროს პლეი ოფს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროს პლეი ოფს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან #1TVSPORT

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

2021 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი 31 მაისს მეოთხედფინალური მატჩებით დაიწყება. სლოვაკეთის ქალაქ მარიბორში ესპანეთი ხორვატიას დაუპირისპირდება. უეფა-მ ქართველი მსაჯები ამ მატჩზე მიავლინა – მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

გიორგი ყრუაშვილის ბრიგადა ევრო 2021-ის ჯგუფურ ეტაპის ორ შეხვედრასაც მოემსახურა: ესპანეთი – ჩეხეთსა და ინგლისი – შვეიცარიას.

ევრო 2021-ის მეოთხედფინალური შეხვედრის გარდა ქართველი მსაჯები ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზეც იმუშავებენ. შესარჩევი ტურნირის პირველ შეხვედრაში 5 ივნისს ბელარუსი საკუთარ მოედანზე კვიპროსს უმასპინძლებს. მატჩი ქალაქ ჟოდინოში გაიმართება და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება.