21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება მოგებით დაიწყეს - საქართველომ ბელარუსი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ისთვის მზადება დაიწყო – ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად სძლია.
მე-5 წუთზე, გიორგი გულიაშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა 1:0. მე-13 წუთზე ნიკიტა სუპრანოვიჩმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში დანიილ მიროშნიკოვის ავტოგოლით ისევ დაწინაურდა, ხოლო მე-60 წუთზე გულიაშვილმა დუბლი შეასრულა 3:1. 84-ე წუთზე კი მეტოქის მცველს შეცდომა შოთა შეყილაძემ არ აპატია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ მატჩს 7 სექტემბერს გამართავს – ეს ევრო 2023-ის მასპინძელი ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრა იქნება, რომელშიც რუმინეთი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. 16 ნოემბერს კი ბათუმის ახალ სტადიონზე ჩენი ახალგაზრდული ნაკრები ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება.
საქართველო U21 – ბელარუსი U21 4:1
გოლები: 1:0 გულიაშვილი (5), 1:1 სუპრანოვიჩი (13), 2:1 მიროშნიკოვი (53. ავტოგოლი), 3:1 გულიაშვილი (60), 4:1 შეყილაძე (84)
საქართველო: მეგრელიშვილი – ხვადაგიანი, გიგაშვილი, კალანდაძე – გოჩოლეიშვილი, დარცმელია, მექვაბიშვილი, ხარაიშვილი – გულიაშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი
სათადარიგოები: კუტალაძე, მიქაია, მჭედლიშვილი, ნონიკაშვილი, ჯინჯოლავა, შარვაშიძე, ინჯგია, ნ. გაგნიძე, ლ. გაგნიძე, ხორხელი, შეყილაძე, მესიაჩენკო