21-წლამდელების ბოლო ვარჯიში სპარინგამდე - პორტუგალიასთან მატჩს დაზარალებული რეგიონი უმასპინძლებს #1TVSPORT
21-წლამდელების ბოლო ვარჯიში სპარინგამდე - პორტუგალიასთან მატჩს დაზარალებული რეგიონი უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, პორტუგალიასთან მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა ქალაქ კუვილიაში, ჟოზე დოს სანტოს პინტოს სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

24 სექტემბერს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამხანაგურ მატჩს, სოლიდარობის ნიშნად, აგვისტოში მძიმე ხანძრის შედეგად დაზარალებული რეგიონის მუნიციპალური ცენტრი კუვილია უმასპინძლებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი)

მცველები: სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (ორივე – დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა საზანოვი (დინამო მოსკოვი)

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი (ორივე -დინამო თბილისი), ლუკა ხორხელი, ნიკა ხორხელი (ორივე – სიონი ბოლნისი), ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ოთარ ფარულავა (გაგრა),შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი)

U21 | მატჩების განრიგი

24 სექტემბერი – პორტუგალია V საქართველო

27 სექტემბერი – თურქეთი V საქართველო