21-წლამდელები ინგლისს დაუპირისპირდებიან - გუნდმა ბათუმში მატჩისწინა ვარჯიში გამართა #1TVSPORT
21-წლამდელები ინგლისს დაუპირისპირდებიან - გუნდმა ბათუმში მატჩისწინა ვარჯიში გამართა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბათუმშია და მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოშია ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებიც, რომელიც ბათუმში ჩაფრინდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ბრიტანელებმაც ჩაატარეს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გასამართი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ბათუმში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მატჩი, 18:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).

მცველები: საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე (სამივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი მოისწრაფეშვილი (სამივე – დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია).