21-წლამდე ნაკრებს მესიაჩენკო გამოაკლდა - გუნდი ინგლისთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
21-წლამდე ნაკრებს მესიაჩენკო გამოაკლდა - გუნდი ინგლისთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 16 ნოემბერს ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ გუნდთან გასამართი შეხვედრისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს.

გუნდს, ტრავმის გამო „სამტრედიას“ ნახევარმცველი – ანატოლი მესიაჩენკო ვერ დაეხმარება. ჯამში, ინგლისელებთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელი ემზადება.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).

მცველები: საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე (სამივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფეშვილი, თორნიკე მორჩილაძე (სამკივე – დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო),ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), (დინამო თბილისი)

რამაზ სვანაძის გუნდი ბათუმში გაემგზავრება და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას, შეხვედრის მასპინძელ ქალაქში განაგრძობს. საქართველოსა და ინგლისის შეხვედრა 16 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.