21-წლამდე ნაკრებმა მზადება დაიწყო - სვანაძის გუნდს ტრავმისა და კოვიდის გამო სამი ფეხბურთელი დააკლდა #1TVSPORT
21-წლამდე ნაკრებმა მზადება დაიწყო - სვანაძის გუნდს ტრავმისა და კოვიდის გამო სამი ფეხბურთელი დააკლდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 7 სექტემბერს, ბუქარესტში რუმინეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდმა ამ მატჩისთვის 10-დღიანი შეკრება დაიწყო და დღეს პირველი ვარჯიში გამართა.

შეკრების დაწყებამდე მიღებული ტრავმის გამო, ახალგაზრდულ ნაკრებს ბექა დარცმელია და ლუკა კუტალაძე ვერ დაეხმარებიან. წინასწარი ტესტირების შემდეგ, გიორგი იაკობიძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა და მიმდინარე შეკრებას „ლოკომოტივის“ ფორვარდიც დააკლდება. მათ ნაცვლად, რამაზ სვანაძემ ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია) და დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი) გამოიძახა.

 

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).

მცველები: თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, სანდრო კალანდაძე (ყველა – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი).

ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ბექა ხარაიშვილი (ყველა – საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (თელავი), რევაზ ინჯგია (ლიმასოლის აპოლონი, კვიპროსი) გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

 

რამაზ სვანაძის გუნდი, რუმინელ თანატოლებს ბუქარესტის შემოგარენში, ქალაქ ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება.