21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - სვანაძის სიაში დავითაშვილიცაა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები წლის პირველი ამხანაგური შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილები 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბელარუსს დაუპირისპირდება.
ამით გუნდი ევრო 2023-სთვის მზადების პროცესს დაიწყებს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ახალგაზრდული ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება და მოსამზადებელ პერიოდს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლის.
21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, უახლოესი მატჩისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში პირველადააა ზურა გიგაშვილი – 18 წლის მცველი, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვში“ თამაშობს. ასევე გუნდშია ზურაბ დავითაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა არ მიიწვია.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ლუკა კუტალაძე (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა მიქაია (რუსთავი, საქართველო)
მცველები: რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურა გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო), ცოტნე კაპანაძე (თელავი, საქართველო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია, საქართველო), ზურაბ დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), რევაზ ინჯგია (თელავი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო, ქუთაისი, საქართველო), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი, საქართველო)
თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), შოთა შეყილაძე (თელავი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წლის პირველი შეხვედრა ბელარუსთან 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. Covid 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.