21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს სერბეთი და ალბანეთი უმასპინძლებენ #1TVSPORT

22:12, 04.02.2025

სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში ონლაინრეჟიმში მიიღო მონაწილეობა.

უეფა-ს აღმასკომმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ალბანეთსა და სერბეთს 2027 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთობლივი მასპინძლობის უფლება მიანიჭა.

16-გუნდიანი ჩემპიონატის მატჩებს ალბანეთისა და სერბეთის რვა სტადიონი უმასპინძლებს. ტურნირის გახსნის ცერემონია – სერბეთში, ფინალი კი ალბანეთში გაიმართება.

ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 2023 წლის 5 აპრილს ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე 40 ხმით აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს.

მსგავსი