21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ზოგიერთ რაიონში კი სეტყვაა მოსალოდნელი
21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ზოგიერთ რაიონში კი სეტყვაა მოსალოდნელი

21 და 22 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.