2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში ჩატარდება #1TVSPORT
2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში ჩატარდება, – ინფორმაციას The Athletic-ი FIFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
2030 წლის მსოფლიო თასის ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან. პირველი მუნდიალის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად კი ტურნირის პირველ სამ მატჩს ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი მიიღებენ.
ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მუნდიალი ერთდროულად გაიმართება სამ კონტინენტზე. ექვსივე მასპინძელ ქვეყანას გათამაშების საგზური ავტომატურად, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ექნება.
მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა. ფინალურ შეხვედრაში ურუგვაიმ არგენტინა 4:2 დაამარცხა.