საზოგადოებრივი მაუწყებელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონტისთვის ემზადება - ტელემაყურებელს არაერთ სიურპრიზს ვპირდებით, გვექნება გათამაშება და პრიზები #1TVSPORT
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონტისთვის ემზადება - ტელემაყურებელს არაერთ სიურპრიზს ვპირდებით, გვექნება გათამაშება და პრიზები #1TVSPORT

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონტის ექსკლუზიური ჩვენების უფლება შეიძინა და მაყურებელს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტურნირის 64-ვე შეხვედრას შესთავაზებს – ამის შესახებ არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა გია თვალაბეიშვილმა ისაუბრა.

„განსაკუთრებით დატვირთული ჯგუფური ეტაპია – დღეში 4 თამაშია და ყველა მატჩის წინ იქნება „ტაიმაუტი“. ეს გადაცემები ამ შეხვედრებზე ინფორმაციებით იქნება დახუნძლული. განხილვებში ჩაერთვებიან ექსპერტები და რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის წამყვანი ვლადიმერ გუცაევი“, – ამბობს გია თვალაბეიშვილი.

პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო თასის დროს გულშემატკივრებისთვის ვიქტორინები გაიმართება:

„ტელემაყურებელს არაერთ სიურპრიზს ვპირდებით და ერთ-ერთი იქნება ის, რომ გვექნება გათამაშება და გულშემატკივრები არაერთ პრიზს მოიგებენ“.

ყატარი 32 ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს ყატარი-ეკვადორის მატჩით გაიხსნება. ჯგუფური ეტაპი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო ფინალი 18 დეკემბერს შედგება.

დატოვე კომენტარი