2024 წლის 11 თვეში ბიზნესს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდა
2024 წლის 11 თვეში ბიზნესს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდა

2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან მოქმედებს და, კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ავტომატურად დაბრუნებას გულისხმობს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2024-2028 წლებში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი, ჯამურად, 15 მილიარდ ლარს მიაღწევს.