2024-25 წლების სეზონი – ევროპის ლიგების ყველა ჩემპიონი #1TVSPORT

08:08, 28.05.2025

ევროპის ყველა ლიგაში, რომელიც შემოდგომა/ გაზაფხულის რეჟიმში თამაშობს, ცნობილია ჩემპიონის ვინაობა.

 

ავსტრია – შტურმი

„ზალცბურგის“ ჰეგემონია ჯერ კიდევ შარშან დაემხო. „შტურმმა“ ზედიზედ მეორე და სულ მეხუთე ტიტული მოიგო.

 

აზერბაიჯანი – ყარაბახი

ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა. 15 ქულა მოუგო მეორეადგილოსან „ზირას“.

 

ალბანეთი – ეგნატია

ზედიზედ მეორე ჩემპიონობა. ორი ქულით გაუსწრო „ვლაჟნიას“.

 

ანდორა – ინტერ ესკალდესი

მეოთხე ჩემპიონობა ბოლო ხუთ წელიწადში. მთავარი ვარსკვლავია „მონპელიეს“ აღზრდილი გიიომ ლოპესი.

 

ბელგია – უნიონი

ისტორიული ტიტული – პირველი ბოლო 90 წელიწადში. სულ მე-12 ჩემპიონობა.

 

ბოსნია – ზრინსკი

დაიბრუნა ჩემპიონობა ერთწლიანი პაუზის შემდეგ. სულ სარეკორდო მე-9 ტიტული.

 

ბულგარეთი – ლუდოგორეცი

ზედიზედ მე-14 ჩემპიონობა. ყველაზე გრძელი მოქმედი სერია მსოფლიოში.

 

გერმანია – ბაიერნი

ჰარი კეინის პირველი ტიტული! „ლევერკუზენი“ 13 ქულით ჩამორჩა.

 

გიბრალტარი – ლინკოლნი

ერთი წაგება მთლიან სეზონში. მაგრამ „სენტ-ჯოზეფს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობეს.

 

დანია – კოპენჰაგენი

მე-16 ჩემპიონობა – ახალი რეკორდი. მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრეს „მიდტიულანდს“.

 

ესპანეთი – ბარსელონა

„ბარსელონამ“ 28-ე ტიტული მოიგო. „რეალამდე“ რვა მოგება რჩება.

 

თურქეთი – გალათასარაი

მოიგო 25-ე ჩემპიონობა. საუკეთესო ბომბარდირი გახდა ვიქტორ ოსიმენი.

 

ინგლისი – ლივერპული

ტიტული ფინიშამდე ერთი თვით ადრე გაიფორმა.

 

ისრაელი – მაკაბი თელ-ავივი

რეგულარულ სეზონში მეორე იყო, მაგრამ ელიტრაუნდში ერან ზაჰავიმ 10 მატჩში რვა გოლი გაიტანა და „მაკაბიმ“ 26-ე ტიტული მოიგო.

 

იტალია – ნაპოლი

ტოპ ლიგებიდან მხოლოდ იტალიაში გაირკვა ჩემპიონი ბოლო ტურში. „ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში მეორედ და სულ მეოთხედ გახდა სკუდეტოს მფლობელი.

 

კვიპროსი – პაფოსი

პირველი ჩემპიონობა ისტორიაში.

 

კოსოვო – დრიტა

მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და პირველად ბოლო ხუთ წელიწადში.

 

ლუქსემბურგი – დიფერდანჟი

ზედიზედ მეორე ჩემპიონობა. მანამდე 2003 წლიდან ვერ იგებდნენ ტიტულს.

 

მალტა – ჰამრუნ სპარტანსი

ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხე ჩემპიონობა.

 

მოლდოვა – მილსამი

მეორე ჩემპიონობა ისტორიაში და პირველი 2015 წლის შემდეგ.

 

მონტენეგრო – ბუდუჩნოსტი

მეშვიდე ჩემპიონობა ისტორიაში.

 

ნიდერლანდები – ეინდჰოვენი

„აიაქსმა“ ბოლო ხუთ ტურში ცხრაქულიანი უპირატესობა გაფლანგა და „ეინდჰოვენმა“ ზედიზედ მეორე ტიტული მოიგო.

 

პოლონეთი – ლეხი

ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვა. „ლეხმა“ მეცხრე ტიტული მოიგო. „ლეგიამდე“ კიდევ ექვსი ჩემპიონობა აკლიათ.

 

პორტუგალია – სპორტინგი

ბოლო 71 წელიწადში პირველად დაიცვეს ტიტული.

 

რუმინეთი – სტიაუა

28-ე ტიტული ისტორიაში – 10-ით მეტი, ვიდრე ბუქარესტის „დინამოს“.

 

საბერძნეთი – ოლიმპიაკოსი

რეკორდსმენი ტიტულების რაოდენობით: 48. მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა კარიერაში პირველად მოიგო ეროვნული ჩემპიონატი.

 

სან მარინო – ვირტუსი

მეორე ჩემპიონობა. პირველი შარშან ჰქონდა.

 

საფრანგეთი – პსჟ

მე-13 ტიტული, რითიც გაამყარა ლიდერობა, რომელიც ორი წლის წინ მოიპოვა.

 

სერბეთი – ცრვენა ზვეზდა

მხოლოდ ერთი წაგება სეზონში, 123 გოლი, 100 ქულა, ტიტული შვიდი ტურით ადრე. ზედიზედ მერვე ჩემპიონობა, სულ ისტორიაში 36-ე.

 

სლოვაკეთი – სლოვანი

ზედიზედ მეშვიდედ გახდა ჩემპიონი.

 

სლოვენია – ოლიმპია

„ოლიმპიასთვის“ ეს მერვე ჩემპიონობაა ისტორიაში.

 

სომხეთი – ნოა

წინა წელს ორი ქულა არ ეყო ტიტულამდე. ახლა „არარატს“ ცხრა ქულით გაუსწრო.

 

უელსი – ნიუ სეინტსი

ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა და მე-17 ისტორიაში.

 

უკრაინა – დინამო კიევი

მე-17 ჩემპიონობა – ყველაზე მეტი. „შახტარს“ 15 ტიტული აქვს. „დინამო“ პირველად გახდა ჩემპიონი 2020/21 წლების სეზონის შემდეგ.

 

უნგრეთი – ფერენცვაროში

ჩემპიონობა რობი კინის ხელმძღვანელობით. ეს არის ზედიზედ მეშვიდე და, ჯამში, 36-ე ტიტული. 13-ით ჩამორჩებიან მტკ-ს.

 

შვეიცარია – ბაზელი

პირველი ჩემპიონობა 2017 წლის შემდეგ. ჯერდან შაქირის რეკორდული 18+20 ჰქონდა ჩემპიონატში.

 

შოტლანდია – სელტიკი

ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა და 55-ე ისტორიაში.

 

ჩეხეთი – სლავია

მოიგო პირველი ტიტული ბოლო ოთხ წელიწადში და შეწყვიტა „სპარტას“ სერია.

 

ჩრ. ირლანდია – ლინფილდი

ქვეყნის 57-გზის ჩემპიონი, მაგრამ პირველი ტიტული ბოლო სამ წელიწადში.

 

ჩრ. მაკედონია – შკენდია 79

პირველი ოქრო 2021 წლის შემდეგ. ბოლო ორ წელს ჩემპიონი „სტრუგა“ ხდებოდა.

 

ხორვატია – რიეკა

ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონი. შეწყდა ზაგრების „დინამოს“ 7-ტიტულიანი სერია.

მსგავსი