2023 წლის 12-14 მაისს ბათუმი ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს #1TVSPORT
FIE-მ ადრე დამტკიცებულ კალენდარში კორექტივები შეიტანა და ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებების სეზონის დასკვნითი ტურნირის მასპინძელ ქალაქად ტუნისის ქალაქ ჰამამეტის ნაცვლად ბათუმი დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ში, კერძოდ, სოლტ ლეიკ სიტიში ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება არ ჩატარდება, 10-12 თებერვალს აღნიშნულ ტურნირს ტაშკენტი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, 2022 წელს საქართველომ ორჯერ წარმატებით ჩაატარა მსოფლიო თასის შეჯიბრი – იანვარში ხმალში ქალთა და კაცთა, ხოლო მაისში ვაჟებში დაშნით მოფარიკავეთა შორის.