2023-24 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას მოულოდნელი ლიდერი ჰყავს #1TVSPORT
უცნაურია, მაგრამ ევროპის საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგს სათავეში არ უდგას ერლინგ ჰალანდი.
ლიდერია „შტუტგარტის“ ფორვარდი სერუ გირასი, რომელმაც ბუნდესლიგის ხუთ ტურში 10 გოლი გაიტანა!
ევროპის ლიგების საუკეთესო ბომბარდირთა TOP 10:
- სერუ გირასი (შტუტგარტი) – 10 გოლი (20 ქულა)
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 8 (16)
- კილიან მბაპე (პსჟ) – 7 (14)
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 7 (14)
- ვიქტორ ბონიფაცი (ლევერკუზენი) – 6 (12)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 5 (10)
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 5 (10)
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 5 (10)
- ალვარო მორატა (ატლეტიკო) – 5 (10)
- იონას ვინდი (ვოლფსბურგი) – 5 (10)
- ჰეონ-მინ სონი (ტოტენჰემი) – 5 (10)
- მოსტაფა მოჰამედი (ნანტი) – 5 (10)
„ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP 5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.