2022 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა სანაკრებო კარიერისთვის იტალიის ნაკრები აირჩია #1TVSPORT
NEW YORK, NEW YORK - OCTOBER 24: Paolo Banchero #5 of the Orlando Magic gestures to a teammate during the first quarter of the game against the New York Knicks at Madison Square Garden on October 24, 2022 in New York City. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Dustin Satloff/Getty Images)
2022 წლის დრაფტის პირველი ნომერი პაოლო ბანკერო თანდათან „ორლანდოს“ მთავარი ვარსკვლავი ხდება, ამასობაში კი 19 წლის კალათბურთელმა, რომელსაც იტალიური ფესვები აქვს, აირჩია გუნდი სანაკრებო კარიერის დასაწყებად – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იტალიას შორის არჩევანი ევროპული გუნდის სასარგებლოდ გააკეთა.
„როცა 16 წლის ვიყავი, იტალიის ნაკრებიდან მამაჩემს დაუკავშირდნენ. მათ იკითხეს: „აქვს თუ არა პაოლოს იტალიური ფესვები? შეუძლია თუ არა მოქალაქეობის მიღება?“ და მან უპასუხა: „დიახ“.
ასე დაიწყო პროცესი, მე რამდენიმეჯერ გავფრინდი სან ფრანცისკოში, რათა მათ იტალიის საელჩოში შევხვედროდი. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და საბოლოოდ, მივიღე იტალიის პასპორტი.
არ ვიცი როდის, მაგრამ ვაპირებ იტალიის ნაკრებში თამაშს. იქ ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ იტალიიდან იმდენ სიყვარულს ვიღებ, რომ ეს ნამდვილი სიგიჟეა. ერთი სული მაქვს, როდის გავემგზავრები იტალიაში“, – განუცხადა ბანკერომ გამოცემა BasketNews-ს.
ამ სეზონში პაოლო ბანკერომ რეგულარულ ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.7 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.