2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ზენიტს“ შოტლანდიის ჩემპიონი შეცვლის #1TVSPORT
2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ზენიტს“ შოტლანდიის ჩემპიონი შეცვლის #1TVSPORT

უეფა-ს აღმასკომმა ორშაბათს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო რუსულ ფეხბურთთან დაკავშირებით.

ცნობილი გახდა, რომ რუსული კლუბები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2022-23 წლების სეზონის ევროტურნირებში. რუსეთისგან ჯგუფურ ეტაპზე უნდა ეთამაშა ქვეყნის ჩემპიონს „ზენიტს“.

უეფა-ში განაცხადეს, რომ რუსული კლუბის ადგილს დაიკავებს შოტლანდიის ჩემპიონი. დღეისთვის შოტლანდიის პრემიერლიგაში 86 ქულით „სელტიკი“ ლიდერობს, რომელიც სამი ტურით ადრე ექვსი ქულით უსწრებს „რეინჯერსს“.