2021 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ განრიგი
2021 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ განრიგი

„რაგბი ევროპამ“ 2021 წლის ჩემპიონატის მატჩების თარიღები დღეს დაადასტურა. ტურნირი ევროპის რეგიონისთვის მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ეტაპიც იქნება.

ახალი სეზონი 6-7 მარტს აიღებს სტარტს და პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი საქართველო პორტუგალიას ესტუმრება, ხოლო რუსეთი კი რუმინეთს უმასპინძლებს. 13-14 მარტს „ბორჯღალოსნები“ კვლავ სტუმრად დაუპირისპირდებიან ესპანეთს, პორტუგალია რუმინეთს მიიღებს. 20-21 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს შეხვდება, 26-27-ში კი რუმინეთს.

ტურნირი ივნისში გაგრძელდება და კოვიდ-19-ის და ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გადადებული მატჩის გამო არასტანდარტული კალენდარი ექნება. ტურნირზე დასარჩენად ბელგია ნიდერლანდებს 13 ივნისს დაუპირისპირდება და მათ შორის გამარჯვებული „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის სეზონის მატჩებს ივნისში, ივლისში და ნოემბერში გამართავს.

კიდევ უფრო დეტალური განრიგი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

2021 და 2022 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან“ მსოფლიო თასზე გავლენ პირველ და მეორე ადგილოსნები, ხოლო გუნდი, რომელიც საერთო ცხრილში მესამე ადგილს დაიკავებს, უდიდეს სარაგბო ფორუმზე მოხვედრის შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს.

დატოვე კომენტარი