2021 წლის პირველი იანვრიდან, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება

15:08, 30.12.2020

2021 წლის პირველი იანვრიდან, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს: ბიუმეტრიულ პასპორტს, უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს, ან მოქმედ ჯავშანს, საცხოვრებლის დამადასტურებელ დოკუმენტს, სამოგზაურო დაზღვევას, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საბუთს.

მსგავსი