2021 წლის ექვს თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 13 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის ექვს თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 13 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის ექვს თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7 პროცენტით მეტია.

სააგენტოს ცნობით, ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე:

პოლონეთი – 31 პროცენტი (2864152), ჩინეთი – 10 პროცენტი (2762922), ლიეტუვა – 38 პროცენტი (245940), ლატვია- 2 პროცენტი (809106), აშშ – 35 პროცენტი (502353), გერმანია – 4 პროცენტი (364459), ესტონეთი – 3 პროცენტი (348538) დიდი ბრიტანეთ – 60 პროცენტი (283 830).

სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი, ჯამში 322-მა კომპანიამ განახორციელა.