2021 წლიდან ბრიუსელში ავტომობილების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრი იქნება
2021 წლიდან ბრიუსელში ავტომობილების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრი იქნება

2021 წლიდან ბრიუსელში ავტომობილების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრი იქნება, – განცხადება ამის შესახებ მობილურობის საკითხში მინისტრმა, ელკ ვან დენ ბრანდტმა გააკეთა.

გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის პირველი იანვარს შევა და ბრიუსელის ყველა რაიონზე გავრცელდება. გამონაკლის შემთხვევებში კი, საათში 50 კილომეტრი სიჩქარე იქნება დასაშვები. აღნიშნულ ზონებს პოლიცია გააკონტროლებს. დამონტაჟდება სარადარო სისტემები.

მინისტრის თქმით, აღნიშნული რეგულაცია გზებზე ავარიების შემცირებას შეუწყობს ხელს.