2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას ხვალ გამართავს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას ხვალ გამართავს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას ხვალ გამართავს.

ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, ასევე მოხდება დებულების შემუშავება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გივი მიქანაძის კანდიდატურა განიხილება.

ამასთან, კომისია უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზეც იმსჯელებს, რადგან კომისია 17 თებერვალს შეიქმნა და მას საქმიანობის ვადა 17 მაისს ეწურება.

რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს სამი თვით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, თუმცა ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. კომისია 17 თებერვალს 78 დეპუტატის მიერ შეიქმნა, რომლის წევრები ამ დროისთვის არიან მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები: გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები: ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

„ქართულმა ოცნებამ“ კომისიის შექმნის დროს განაცხადა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს სურვილის შემთხვევაში კომისიის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.