2020 წლის ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბის 20 მონაწილე გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა

16:09, 12.11.2019

ქალთა შორის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება ათმა ნაკრებმა მოიპოვა.

აზია: იაპონია (2020 წლის ოლიმპიადის მასპინძელი), ჩინეთი (აზიის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

აფრიკა: კენია (აფრიკის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

ოკეანეთი: ავსტრალია, ახალი ზელანდია (მსოფლიო სერიები), ფიჯი (წყნარი ოკეანის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

სამხრეთ ამერიკა: ბრაზილია (სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

ჩრდილოეთ ამერიკა: კანადა, აშშ (მსოფლიოს სერიები)

ევროპა: დიდი ბრიტანეთი (ევროპის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

ოლიმპიური თამაშების ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირი 20-21 ივნისს ჩატარდება. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის დარჩენილი ორი საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძოლებს: კოლუმბია, არგენტინა, მექსიკა, იამაიკა, რუსეთი, საფრანგეთი, მადაგასკარი, ტუნისი, სამოა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონკონგი და ყაზახეთი

მამაკაცთა შორის კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს:

აზია: იაპონია (2020 წლის ოლიმპიადის მასპინძელი)

აფრიკა: კენია (აფრიკის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული), სამხრეთ აფრიკა (მსოფლიოს სერიები)

ოკეანეთი: ფიჯი, ახალი ზელანდია (მსოფლიოს სერიები), ავსტრალია (წყნარი ოკეანის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

სამხრეთ ამერიკა: არგენტინა (სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

ჩრდილოეთ ამერიკა: აშშ (მსოფლიოს სერიები), კანადა (ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

ევროპა: დიდი ბრიტანეთი (ევროპის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული)

23-24 ნოემბერს სამხრეთ კორეაში ჩატარდება აზიის შესარჩევი ტურნირი

ფინალური კვალიფიკაცია კი 20-21 ივნისს ჩატარდება. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის დარჩენილი ორი საგზურისთვის 12 შვიდკაცა ნაკრები იბრძოლებს: ბრაზილია, ჩილე, იამაიკა, მექსიკა, საფრანგეთი, ირლანდია, სამოა, ტონგა, უგანდა, ზიმბაბვე და კიდევ ორი ნაკრები აზიის შესარჩევი ტურნირიდან დაემატება.

მსგავსი