2020 წლიდან ავსტრალიის ღიას წინ, ტურნირი ადელაიდაში გაიმართება
2020 წლიდან ავსტრალიის ღიას წინ, ტურნირი ადელაიდაში გაიმართება

მომავალი წლიდან, ავსტრალიის ღია ჩემპიონატის წინ, ადელაიდაში ახალი ტურნირი გაიმართება.ის საუკეთესო მამაკაც და ქალ ჩოგბურთელებს უმასპინძლებს, იტყობინება პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP). ტურნირის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება.ამ შეჯიბრებამ კალენდარში სიდნეის ტურნირი უნდა შეცვალოს, რომელიც ტრადიციულად წლის დასაწყისში იმართება.