2020 წელს ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება
2020 წელს ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება

2020 წელს ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება.

ზუგდიდის თეატრის სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.
ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

თეატრს ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო და დასი წარმოდგენებს წლების განმავლობაში ვერ მართავდა.