2020 წელს ჰოკეიში მსოფლიო თასი არ გათამაშდება
2020 წელს ჰოკეიში მსოფლიო თასი არ გათამაშდება

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა გამოაცხადეს, რომ 2020 წელს, მსოფლიო თასის გათამაშებას არ ჩაატარებენ. ბოლოს, ეს ტურნირი 2016 წელს ტორონტოში ჩატარდა და ფინალში კანადის ნაკრებმა ევროპის ნაკრები დაამარცხა.

NHL-მ და პროფკავშირებმა, ტორონტოში კონსტრუქციული შეხვედრა ჩაატარეს. მხარეები ერთობლივად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 2020 წლის შემოდგომისთვის მსოფლიო თასის დაგეგმვა უკვე გვიანია. თუმცა, დიალოგი გაგრძელდება იმისთვის, რათა მომდევნო მსოფლიო თასი უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი გახდეს. ფართო შეთანხმება, მრავალწლიანი საერთაშორისო კალენდრის შემუშავებას გულისხმობს“, – წერია ჰოკეის ეროვნული ლიგის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც NHL-მ 2018 წლის ოლიმპიადაზე თავისი ჰოკეისტები არ გაუშვა, მსოფლიო თასი დარჩა ერთადერთი ტურნირი, სადაც სანაკრებო დონეზე, საუკეთესო ჰოკეისტების შეკრება შესაძლებელია.