2020 წელს ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირები არ გაიმართება
2020 წელს ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირები არ გაიმართება

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი, დიდი ალბათობით, არ ჩაატარებს საერთაშორისო ტურნირებს 2020 წლის ბოლომდე.

იტყობინებიან, რომ ტურნირების გამართვაზე მთავარი წინაღობა არა კორონავირუსის პანდემია, არამედ იურიდიული ნორმებია, რომელიც სახელმწიფოებმა შემოიღეს ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად.

აღნიშნავენ, რომ მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარის ალბათობა 80-90 პროცენტად ფასდება.