2020 წელს ფიფა-მ ვიდეოთამაშებით უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე ფეხბურთით #1TVSPORT
2020 წელს ფიფა-მ ვიდეოთამაშებით უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე ფეხბურთით #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ ფიფა-მ გასულ წელს 267 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამ თანხის დიდი ნაწილი – 159 მილიონი დოლარი ფიფა-ს საფეხბურთო ვიდეოთამაშების ლიცენზირებული უფლებების გაყიდვაზე მოდის.

ფედერაციამ განაცხადა, რომ EA Sports-ის წყალობით, ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანა კორონავისუსის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდი – ფიფა-ს ფინანსური რეზერვები ისევ 1.9 მილიარდი დოლარის დონეზე დარჩა.