2019 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში სამმა მეცნიერმა მიიღო, რომლებმაც დაადგინეს, როგორ ადაპტირდებიან უჯრედები ჟანგბადის ხელმისაწვდომობის დროს
2019 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში სამმა მეცნიერმა მიიღო, რომლებმაც დაადგინეს, როგორ ადაპტირდებიან უჯრედები ჟანგბადის ხელმისაწვდომობის დროს

2019 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში ამერიკელმა მეცნიერებმა, უილიამ კელინმა, გრეგ სემენცამ და ბრიტანელმა მეცნიერმა, პეტერ რატკლიფმა მიიღეს.

ნობელის კომიტეტის ინფორმაციით, სამმა მეცნიერმა დაადგინა, თუ როგორ გრძნობენ და ადაპტირდებიან უჯრედები ჟანგბადის ხელმისაწვდომობის დროს.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს ჩატარდება. ხუთიდან ოთხ დარგში პრემიის გადაცემა სტოკჰოლმში, მშვიდობის პრემიის კი ოსლოში ხდება.

2018 წელს ნობელის პრემიის თითოეულ გამარჯვებულზე თანხამ ცხრა მილიონი შვედური კრონი (950 ათასი დოლარი) შეადგინა.