2019 წელს ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება
2019 წელს ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხუთი ახალი, 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ელექტროსდგურები აშენდება თბილისში, კასპში, იმერეთში, ხაშურისა და გორის მიმდებარე ტერიტორიებზე.

პირველმა არხმა ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რა სიმძლავრის იქნება თითოეული ელექტროსადგური.

1. თბილისის ქარის სადგური – სიმძლავრე: დაახლოებით 50 მგვტ – მდებარეობა: თბილისის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორია;

2. კასპის ქარის სადგური – სიმძლავრე: დაახლოებით 50 მგვტ – მდებარეობა: ქ. კასპის მიმდებარე ტერიტორია;

3. იმერეთი 1 ქარის ელექტროსადგური – სიმძლავრე: დაახლოებით 100 მგვტ – მდებარეობა: იმერეთის რეგიონი;

4. რიკოთი-ფონას ქარის ელექტროსადგური – სიმძლავრე: დაახლოებით 20 მგვტ – მდებარეობა: ხაშურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია;

5. ნიგოზას ქარის ელექტროსადგური – სიმძლავრე: დაახლოებით 50 მგვტ – მდებარეობა: გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია, 2020 წლისთვის 332 მგვტ დადგმული სიმძლავრე მიიღოს, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის – 1330 მგვტ.