2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის კალენდარი ცნობილია
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის კალენდარი ცნობილია

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია. რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 20 სექტემებრიდან -2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ ტოკიოში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის კალენდრის წილისყრა დასრულდა.

იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნები დე ჯგუფში უელსის, ამერიკის ზონაში მეორე ადგილზე გასული ნაკრების, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

23 სექტემბერი – უელსი-საქართველო

29 სექტემბერი – საქართველო -ამერიკა 2

3 ოქტომბერი – საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი – ავსტრალია-საქართველო

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

A ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია,

ევროპა1, პლეი ოფი

B ჯგუფი: ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, იტალია, აფრიკა1, რეპეშაჟი

C ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ, ტონგა

D ჯგუფი: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ფიჯი, კანადა/ურუგვაი